Click here for search results
Online Media Briefing Cntr
Embargoed news for accredited journalists only.
Login / Register

მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოში

Available in: English
Press Release No:2011/045/ECA

საკონტაქტო პირები:

თბილისში: ინგა პაიჭაძე 

ტელ.: (99532) 91 30 96 / 91 26 59

ipaichadze@worldbank.org 

ვაშინგტონში: ელენა კარაბანი 

ტელ.: (202) 473 - 9277

ekaraban@worldbank.org           

ვაშინგტონი, 2010 წლის 29 ივლისი დღეს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის  50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში (DPO-2). ეს რიგით მეორე ღონისძიებაა იმ სამ ღონისძიებათაგან, რომლებიც მიზნად ისახავს ბიუჯეტისთვის პირდაპირი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ძირითადი რეფორმების განხორციელებას, რომლებმაც უნდა შეარბილოს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, დააჩქაროს აღდგენის პროცესი და მოამზადოს საქართველო კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის.

განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება დაეხმარება მთავრობას, რომ ორგანიზებულად მოახდინოს გადასვლა კრიზისის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებიდან ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარებასა და საქართველოს მომზადებაზე კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის. მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სფეროებში რეფორმების გარდა, იგი ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისთვის, როგორიცაა სახელმწიფო ფინანსების ეფექტურობის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და გარე ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნაარიანობის გაძლიერება.

რეფორმების პაკეტის მხარდაჭერით, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი ძალას იკრებს,” დასძინა -ნმა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. “საგადასახადო, საბაჟო და ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმები ეხმარება ქვეყანას კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებასა და ინვესტორთა ნდობის განმტკიცებაში და იმავდროულად იზრდება   სოციალური დაცვის სისტემის დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით შემოსავლებს ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად.

ეკონომიკური ზრდის განახლებასთან ერთად, ფისკალური რეგულირება ხდება იმგვარად, რომ დაცული იქნეს მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ხარჯები,” დაამატა -ნმა ფარუკ ხანმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც მუშაობს განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროგრამაზე. “რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის შედეგებზე ორიენტირების გაუმჯობესებასა და კაპიტალური ბიუჯეტის დაგეგმვის გაძლიერებას, როგორც ამას ახალი საბიუჯეტო კოდექსი მოითხოვს, გაამყარებს ფისკალური რეგულირების ხარისხის ამაღლებაზე მიმართულ ძალისხმევას.”

განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში გამოყოფილ იქნა 85 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა ანტიციკლური ფისკალური სტიმულების მხარდაჭერას 2009 წელს ეკონომიკური ვარდნის შედეგების შესარბილებლად. განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროგრამა საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიის ცენტრალური კომპონენტია, რომელიც მოიცავს ორ მიმართულებას: ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით სოციალური დაუცველობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება მოიცავს განვითარების საერთაშორისო  ასოციაციის კრედიტს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. განვითარების საერთაშორისო ასოციაციის კრედიტის დაფარვის ვადაა 20 წელი, რომელიც მოიცავს 10 წლიან შეღავათიან პერიოდს. განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის სესხის დაფარვის ვადაა 27 წელი, რომელიც მოიცავს 8 წლიან შეღავათიან პერიოდს.

მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოსთვის უტოლდება დაახლოებით 1,4 მილიარდ აშშ დოლარს 49 პროექტისთვის. 

საქართველოში მსოფლიო ბანკის მოღვაწეობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.worldbank.org/ge

For more information, please visit the Projects website.

Related News

მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროექტს კახეთის ინფრასტრუქტურისა და შემოსავლების გაუმჯობესების მიზნით
გაუმჯობესებული გზებით საქართველოში 150.000 მეტი ადამიანი ისარგებლებს
საქართველოს ანტიკორუფციულმა ბრძოლამ საჯარო სამსახურში მოწონება დაიმსახურა

Permanent URL for this page: http://go.worldbank.org/1EXYHYQZY0