Click here for search results
Online Media Briefing Cntr
Embargoed news for accredited journalists only.
Login / Register

გაუმჯობესებული გზებით საქართველოში 150.000 მეტი ადამიანი ისარგებლებს

Available in: English
Press Release No:2012/324/ECA

შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი გააუმჯობესებს ადგილობრივ მიმოსვლას და შეამცირებს მგზავრობის დროს

 

ვაშინგტონი, 2012 წლის 15 მარტი - დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი და კრედიტი მეორე შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტისათვის (SLRP II). აღნიშნული პროექტი ემყარება მიმდინარე შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტს (SLRP) და საგზაო სექტორში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ სხვა პროექტებ პროგრამის ნაწილს შეადგენს.

 

„აღნიშნული პროექტი გაამარტივებს ადგილობრივ მიმოსვლას და შეამცირებს ტრანსპორტის ხარჯებს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც გაუმჯობესებული გზებით სარგებლობენ. ეს დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე რეგიონებში, ასევე ხელს შეუწყობს მეტად საჭირო დროებითი სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად“ –- აღნიშნა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

 

პროექტი შედგება ორი კომპონენტისაგან: ა) შერჩეული შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და ბ) ინსტიტუციონალური გაძლიერება

პირველი კომპონენტი მოიცავს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას. საქართველოს მთავრობამ 19 გზის მონაკვეთი გამოყო საერთო სიგრძით 225 კმ პროექტის განხორციელების პირველი 2 წლის განმავლობაში. პირველი წლის პროგრამა არანაკლებ 6 გზის მონაკვეთს მოიცავს საერთო სიგრძით დაახლოებით 61 კმ. პროექტის მეორე კომპონენტი გულისხმობს საქართველოს გზების დეპარტამენტის შემდგომი განვითარების მიზნით საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე უსაფრთხოების ზომების გამოვლენას, მომზადებასა და დანერგვაში; ასევე პროექტის შედეგის შეფასებაში.

 

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან სოფლის ის მოსახლეობა, რომელიც იმ გზის მონაკვეთებთან ახლოს ცხოვრობს, რომლის რეაბილიტაცია და შეკეთებაც არის დაგეგმილი. ამ მოსახლეობის რიცხვი 150, 300 ადამიანს შეადგენს. სხვა ბენეფიციარი ყველა ის ადამიანი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, რომელიც ამ გზით ისარგებლებს.

 

დათვლილია დროებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა, რაც თვეში 12,000 კაცს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს რეაბილიტაციისა და გზის მოვლის უფრო ეფექტურ მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს დროთა განმავლობაში მათ უკეთეს შენარჩუნებას“ -აღნიშნა იოსებ მელითაურმა, შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ხელმძღვანელმა.

 

საქართველოში მიმდინარე გზების პროექტების დაფინანსება 440 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 1992 წლიდან, მსოფლიო ბანკმა საქართველოში 52 პროექტი დააფინანსა საერთო თანხით 1.62 მილიარდი აშშ დოლარი.

 

საკონტაქტო პირები: 

ვაშინგტონში: ელენა კარაბან (202) 458 – 2736 -- ekaraban@worldbank.org

თბილისში: ინგა პაიჭაძე (995 32) 913 – 096 -- ipaichadze@worldbank.org

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.worldbank.org/ge


Related News

მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროექტს კახეთის ინფრასტრუქტურისა და შემოსავლების გაუმჯობესების მიზნით
საქართველოს ანტიკორუფციულმა ბრძოლამ საჯარო სამსახურში მოწონება დაიმსახურა
მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოში



Permanent URL for this page: http://go.worldbank.org/FWT11E48D0